მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის აგვისტოს ფანჯრის წარმატებული მატჩების შემდეგ, FIBA-მ საკალათბურთო ნაკრებების განახლებული რეიტინგი ოფიციალურად გამოაქვეყნა.
მ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 5 ადგილით დაწინაურდა და მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც მთელ კლასიფიკაციაში ყველაზე დიდი პროგრესია.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა აგვისტოს ფანჯარაში მონტენეგრო და პორტუგალია დაამარცხა, რითაც აქტივში 5 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა. ფიბას შეფასებით, წარმატება მხოლოდ თორნიკე შენგელიას დამსახურება არ არის, რადგან გუნდს ლიდერები ეხმარებოდნენ.
მონტენეგროსთან 20-ქულიანი ზღვარი გოგა ბითაძემაც გადალახა, ხოლო პორტუგალიასთან რატი ანდრონიკაშვილმა და სანდრო მამუკელაშვილმა გამოიჩინეს თავი. შედეგად, საქართველოს ნაკრებს ერთბაშად ხუთი კალათბურთელი ჰყავდა, რომლებმაც ბოლო ორ შეხვედრაში +20 ქულა დააგროვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან ერთად რეიტინგში 5 ადგილით სლოვენიის ნაკრებიც დაწინაურდა, ხოლო ჩვენი ჯგუფის ხუთივე წევრი მოწინავე თოთხმეტეულში მოხვდა. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯიკიჩის შეგირდებს ნოემბერში ორიმხრივი მატჩები ელოდებათ: 26 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთთან, ხოლო 29 ნოემბერს შინ პორტუგალიასთან.