-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. უკვე ცნობილია თუ რომელი გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ინსა და პლეიოფში და როგორ დალაგდა ბადე.
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი პლეი-ინში ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდება, ამ გუნდებს შორის გამარჯვებული კი ბოსტონ სელტიკსზე გავა.
ორლანდო-ატლანტას წყვილში დამარცხებული ჩიკაგო ბულსსა და მაიამი ჰიტს შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომელთა შორის უძლიერესი კი კონფერენციის ლიდერ კლივლენდ კავალიერსს შეერკინება.
ასევე ცნობილია პლეიოფში კიდევ 2 წყვილის ვინაობა. ინდიანა პეისერსი - მილოუკი ბაქსს, ხოლო ნიუ იორკ ნიქსი დეტროიტ პისტონს ეთამაშება.
VIDEO: ბითაძის კარგი თამაში ყოფილ გუნდთან - მეჯიქმა პეისერსი დაამარცხა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები