მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში მილოუკი ბაქსი დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდა და 119-125 დაამარცხა.
რა თქმა უნდა, გამარჯვებულ გუნდს იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა, რომელმაც ბოლო 5 მატჩში მე-4 სამმაგი დუბლი შეასრულა - 32 ქულა, 11 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა.
ბერძენი ხდება NBA-ს ისტორიაში მე-3 მოთამაშე, რომელიც ზედიზედ 3 ან მეტ სეზონში საშუალოდ 30 ქულასა და 10 მოხსნა აგროვებს. ის ამ შედეგით უილტ ჩემბერლენსა და კარიმ აბდულ-ჯაბარს შეუერთდა.
უკვე ცნობილია, რომ ბაქსი პლეიოფის პირველ რაუნდში ინდიანა პეისერსს შეხვდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები