-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში დენვერ ნაგეთსმა მემფის გრიზლსი 117-109 დაამარცხა.
მოგებული გუნდიდან გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 16 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა.
უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ სერბი გახდა NBA-ს ისტორიაში მე-3 მოთამაშე, რომელიც რეგულარულ სეზონს საშუალო სამმაგი დუბლით ასრულებს. აქამდე ეს ოსკარ რობერტსონმა (1961-62) და რასელ უესტბრუკმა (4-ჯერ) შეძლეს.
იოკიჩი გახდა პირველი ცენტრი, ვინც სეზონში საშუალო სამმაგი დუბლი დააგროვა, მის ანგარიშზე ამ სეზონში 34 სამმაგია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები