NBA-ში ლატარიის შედეგად 2025 წლის დრაფტის პიკები განაწილდა და პირველი არჩევანი დალას მავერიქსს ერგო.
მე-2 არჩევანი სან ანტონიო სპურსს ექნება, მე-3 კი - ფილადელფია სევენთისიქსერსს.
დიდი ალბათობით, დალასი დრაფტზე პირველ ნომრად კუპერ ფლეგს აირჩევს. 18 წლის მოთამაშე დუკის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ მავერიქსმა დრაფტის პირველი არჩევანი ისტორიაში პირველად მიიღო.