მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს.
დასავლეთ კონფერენციაში აღნიშნული ჯილდო ლებრონ ჯეიმსს ერგო, რომლის საშუალო სტატისტიკაც ასეთი იყო - 29.3 ქულა, 10.5 მოხსნა, 6.9 შედეგიანი გადაცემა.
მისმა ლეიკერსმა კი 12-დან 10 მატჩი მოიგო და კონფერენციაში მე-2 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ საუკეთესო დონოვან მიჩელი გახდა, რომლის მონაგარიც თებერვალში ასე გამოიყურებოდა - 25.8 ქულა, 4.2 მოხსნა, 5.3 შედეგიანი გადაცემა.
კლივლენდ კავალიერსმა გასულ თვეში 11-დან 10 მატჩი მოიგო და კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს.
მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესოები შემდეგი მოთამაშეები გახდნენ:
ნოემბერი - შაი გილჯეს-ალექსანდერი (დასავლეთი), ჯეისონ ტეიტუმი (აღმოსავლეთი)
დეკემბერი - შაი გილჯეს-ალექსანდერი (დასავლეთი), კარლ-ენტონი თაუნსი (აღმოსავლეთი)
იანვარი - ნიკოლა იოკიჩი (დასავლეთი), იანის ანტეტოკუნმპო (აღმოსავლეთი)
VIDEO: 50 ათასი ქულა კარიერაში - ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები