სანტოსმა ბრაზილიის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვასკო და გამა სტუმრად 3:0 დაამარცხა.
ნეიმარმა, რომელიც გუნდს კაპიტნის რანგში უძღვებოდა, შეუცვლელად ითამაშა და ორ გოლში მიიღო მონაწილეობა, რითაც სანტოსს გავარდნის ზონიდან თავის დაღწევაში დაეხმარა.
თუმცა, მატჩის მთავარი მოვლენა ახალი უცნაური წესის ამოქმედება იყო, რომლის პირველი მსხვერპლიც სწორედ ნეიმარი გახდა. ბრაზილიის ლიგაში დროის გაყვანის წინააღმდეგ ახალი რეგულაცია დაინერგა: როცა სანტოსის მეკარეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, წესის მიხედვით, მწვრთნელს 10 წამში უნდა აერჩია ფეხბურთელი, რომელიც მოედანს 1 წუთით დატოვებდა.
რადგან მწვრთნელმა ეს ვერ მოასწრო, ახალი რეგულაციით, მოედნის დატოვება 1 წუთით ავტომატურად გუნდის კაპიტანს, ნეიმარს, მოუწია.
საბოლოოდ, ინციდენტის მიუხედავად, სანტოსმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.