ბრაზილიურ სანტოსს ფიფას სატრანსფერო ემბარგო ოფიციალურად მოეხსნა.
კლუბს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება ნეიმარის საოჯახო სააგენტომ (NR Sports) გაუწია და მონაკოს მიმართ არსებული 1.7 მილიონი ფუნტის ოდენობის ვალი დაუფარა.
კლუბის ხელმძღვანელობამ ემბარგოს მოხსნა სპეციალური განცხადებით დაადასტურა:
ეს ოპერაცია შესაძლებელი გახდა NR Sports-ის მხარდაჭერის წყალობით, რითაც კლუბმა მყისიერი ფინანსური ინექცია მიიღო. სანაცვლოდ, სანტოსი და კომპანია ერთობლივად გაყიდიან მაისურზე დარჩენილ სარეკლამო სივრცეებს
ფიფას სანქციის მოხსნა კლუბს საშუალებას აძლევს, კრიზისში მყოფი შემადგენლობა ახალი ფეხბურთელებით გააძლიეროს. ესპანური მედიის ცნობით, ბრაზილიური გუნდის უპირველესი სატრანსფერო სამიზნე იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველი, არტურ მელოა, რომელმაც გუნდს მყისიერი ეფექტი უნდა მოუტანოს.
ახალი ტრანსფერები სანტოსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩს მემფის დეპაის კორინთიანსის წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ნეიმარი, რომელმაც ბრაზილიის თასზე პალმეირასთან წაგებული მატჩი (0:3) გამოტოვა, უახლოეს შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება.