UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა დაღესტნელი მებრძოლების მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა.
მისი აზრით, მათ ამერიკელების საუბრის მანერის შეცვლა არ უნდა მოითხოვონ.
„ეს უბრალოდ სიმხდალეა“ - ალჯამეინ სტერლინგმა მახაჩევი გააკრიტიკა
სტერლინგმა ისლამ მახაჩევისა და დასტინ პორიეს სიტყვიერი დაპირისპირება გაიხსენა და განმარტა, რომ პორიეს მიერ გამოყენებული გინება მეტოქის დედის შეურაცხყოფას არ გულისხმობდა.
„ჩვენ სიტყვიერი დაპირისპირებისას ასე ვლაპარაკობთ და ერთმანეთს შეურაცხყოფას ვაყენებთ. ამას შენს დედასთან საერთოდ არაფერი აქვს საერთო. მაგრამ ისე გაბრაზდი, რომ ჩვენი საუბრის მანერის შეცვლას ცდილობ.
მე შენს ქვეყანაში არ ჩამოვდივარ და არ გეუბნები, რომ არასწორად ცხოვრობ ან არასწორი რწმენა გაქვს. უცხო ქვეყანაში ადამიანებს მათი ცხოვრების წესის გამო უპატივცემულოდ არასდროს მოვექცეოდი.
ნუ ჩამოხვალთ ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ შეგვცვალოთ ან გვითხრათ, რაღაცას არასწორად აკეთებთო. ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც გვინდა.
აქ ყველას აქვს თავისუფლება, იყოს ის ადამიანი, რომელიც თავად სურს“, - თქვა სტერლინგმა.