11 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/8 ფინალების პირველი დღე გაიმართა.
სესიის პირველ მატჩში ამერიკელმა ტომი პოლმა ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა საათსა და 20 წუთში 6:1 6:1 6:1 გაანადგურა.
მეორე მატჩში კორტზე მესამე ჩოგანი კარლოს ალკარასი გამოვიდა, რომლის მეტოქეც ოცეულის წევრი, 18 წლის ჯეკ დრეიპერი იყო. პირველი ორი სეტი 7:5 6:1 ესპანელმა მოიგო, რის შემდეგაც დრეიპერმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და დროზე ადრე დანებდა.
მესამე დაპირისპირებაში უგო უმბერტი და ალექს ზვერევი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - პირველი სეტის 6:1 წაგების შემდეგ, გერმანელმა მარტივი გამარჯვება ირწმუნა და დაისაჯა - ფრანგმა მეორე სეტი 6:2 წაიღო. თუმცა, ეს საშასთვის გამოსაფხიზლებლად იქცა და ორი მომდევნო სეტი მან 6:3 6:2 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
დღის ბოლო შეხვედრაში კი ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩეხი ჯერი ლეჰეჩკა სამ სეტში, 6:3 6:4 7:6 (4) დაამარცხა.
ამრიგად, 1/4 ფინალური ეტაპის 2 წყვილი უკვე მივიღეთ - ნოვაკ ჯოკოვიჩი კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება, ალექს ზვერევი კი - ტომი პოლს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები