ფულემის მთავარ მწვრთნელად ალვარო არბელოა ოფიციალურად დაინიშნა.
43 წლის სპეციალისტმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის ქრეივენ კოტეჯზე 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, არბელოამ სამწვრთნელო გზა მადრიდის რეალში დაიწყომ სადაც თავდაპირველად ის ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობდა, გასულ სეზონში კი მთავარი გუნდი ჩაიბარა.
„ჩემთვის დიდი პატივია კარიერის ახალი ეტაპის დაწყება ფულემში, ლონდონის უძველეს საფეხბურთო კლუბში.
დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ძალიან მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ფულემს პრემიერ ლიგაში გავუძღვე.
დიდი მოლოდინით ველი შესაძლებლობას, შევიგრძნო ქრეივენ კოტეჯის ატმოსფერო ფულემის გულშემატკივრებთან ერთად და მომავალ კვირას ფეხბურთელებთან ერთად წინასასეზონო მზადება დავიწყო.
დარწმუნებული ვარ, წინ წარმოუდგენელი მოგზაურობა გველის." - განაცხადა ესპანელმა.
საინტერესოა, რომ არბელოას ფულემი პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში ჩაბი ალონსოს ჩელსის დაუპირისპირდება. გასულ სეზონში არბელოამ სწორედ ალონსო ჩაანაცვლა რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.