კოსტა რუნიაიჩის დათხოვნის შემდეგ უდინეზემ ახალი მწვრთნელის დანიშვნა ოფიციალურად გამოაცხადა.
გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი ჩაიბარა 43 წლის პაოლო ძანეტიმ, რომელიც გასულ სეზონში ვერონაში მუშაობდა და თანამდებობიდან თებერვალში გაუშვეს, გუნდი მაისში სერია B-ში გავარდა. მასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
როგორც Sky Sport Italia წერდა, პოცოების ოჯახს კლუბის მწვრთნელი სეზონის ბოლომდე სჭირდება, გრძელვადიან კანდიდატურაზე კი ამის შემდეგ დაფიქრდებიან - იქნება ეს ისევ ძანეტი, თუ მასაც სხვით ჩაანაცვლებენ.
ახალგაზრდა სპეციალისტის ჯერჯერობით მთავარი მიღწევა 2021 წელს ვენეციას სერია A-ში 19-წლიანი პაუზის შემდეგ აყვანა და 2022-23 წლების სეზონში ემპოლის სერია A-ში დატოვებაა.
ძანეტის, უდინელთა მწვრთნელის რანგში, დებიუტი ექნება სწორედ ყოფილ გუნდ ვენეციასთან, რომელიც ჩემპიონატის ბოლოადგილოსანია და მხოლოდ 3 ქულა აქვს (ნაპოლის მოუგეს).
10 ტურის შედეგებით, უდინელებმა მხოლოდ 5 ქულა მოიპოვეს, მათგან 4 - საწყის ორ ტურში, მას შემდეგ ჩატარებულ 8 თამაშში კი მხოლოდ ასევე ერთ-ერთ აუტსაიდერ პარმასთან არ წააგეს (0:0).
რატომ ვერ დაარეგისტრირეს ბერიძე და რა მოხდა ბედოშვილთან? - იბერიას სატრანსფერო პოლიტიკა