იბერიას პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კლუბისთვის სახელის გადარქმევაზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საბურთალო კლუბის ფესვები და ემოციური წარსულია, გადაწყვეტილება გლობალური მასშტაბისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით მიიღეს:
იბერიელობა გარკვეულ ფასეულობაზე და ჩვენს წარმატებასა და ქვეყანასთან იდენტობასთან უფრო ახლოს იყო. რადგან ლოკალური მასშტაბიდან გადავედით უფრო დიდ ასპარეზზე, ამიტომაც დაერქვა იბერია.
იბერიელობა და კლუბის იდენტობა ქვეყნის ისტორიასა და ფასეულობებს უკავშირდება, რაც მარკეტინგული თვალსაზრისითაც უფრო მიმზიდველი და ადვილად დასამახსოვრებელია საერთაშორისო ასპარეზზე.
კლუბის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ლოკალური პროექტი უფრო ფართო, წარმატებულ და ქვეყნის იდენტობასთან მიახლოებულ პლატფორმად აქციოს, თუმცა ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ დამფუძნებლებისა და გულშემატკივრების გულში კლუბი ისევ საბურთალოს სახელით რჩება.