ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურში სამივე ლიდერი დამარცხდა.
პირველადგილოსანმა საგარეჯოს გარეჯმა ტურამდე ბოლოადგილოსან კოლხეთთან ფოთში 0:3 წააგო, მეორეადგილოსანმა სართიჭალის შტურმმა - ასევე სტუმრად სამტრედიასთან (1:4), ხოლო მესამეადგილოსანმა თელავმა - ასევე გასვლით შეხვედრაში მარტვილის მერანთან (0:2).
საპლეიოფო საგზურს 4 ქულამდე მიუახლოვდა ვლადიმერ კაკაშვილის სამტრედია, რომელსაც დიდი შესვენების შემდეგ ჩატარებულ 12 ტურში ყველაზე მეტი, 27 ქულა აქვს მოპოვებული.
1. გარეჯი (საგარეჯო) - 54 ქულა;
2. შტურმი (სართიჭალა) - 49 ქულა;
3. თელავი (თელავი) - 47;
4. მერანი (მარტვილი) - 43 ქულა;
5. სამტრედია (სამტრედია) - 43 ქულა;
6. არაგვი (დუშეთი) - 40 ქულა;
7. ოდიში 1919 (ზუგდიდი) - 39 ქულა;
8. სიონი (ბოლნისი) - 37 ქულა;
9. კოლხეთი 1913 (ფოთი) - 35 ქულა;
10. გორი (გორი) - 34 ქულა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტური რჩება. ეროვნული ლიგის პირდაპირ საგზურს მხოლოდ პირველადგილოსანი მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი უმაღლესის მერვე-მეცხრე პოზიციაზე გასულ გუნდებს ორრაუნდიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან.
32-ე ტურის მატჩები 7 ნოემბერსაა ჩანიშნული - ლიდერი გარეჯი მარტვილის მერანს უმასპინძლებს, შტურმი სართიჭალაში გორს დაუხვდება, ხოლო თელავი ასევე შინ სიონს დაუპირისპირდება.
ფოტო: სამტრედია