ჩელსიმ სტრასბურის ნახევარმცველისა და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის, ვალენტინ ბარკოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
გარიგების თანხა არ საჯაროვდება. 22 წლის ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2033 წლამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ჩელსი და სტრასბური ერთ მფლობელს - ამერიკულ კონსორციუმ BlueCo-ს ეკუთვნის.
გასულ სეზონში ბარკომ ლიგა 1-ში 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.
ამ ზაფხულს ბარკო არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც მხოლოდ ერთ მატჩში, იორდანიასთან 19 წუთით მიიღო მონაწილეობა.
ბოლო ორ დღეში ეს ჩელსის უკვე მე-3 ოფიციალურად დადასტურებული ტრანსფერია. აქამდე გუნდმა ვეტერანების, დენი უელბეკისა და ჯორდან ჰენდერსონსი დამატებაც დაადასტურა.