კლუბების ოფიციალური გვერდების განცხადებით, დარვინ ნუნიესი ალ-ჰილალის ფეხბურთელია.
ურუგვაელმა საუდის პრო ლიგის კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ნუნიესმა ლივერპულში 143 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა, გუნდთან ერთად კი პრემიერ ლიგა და ქომუნითი შილდი მოიგო.
თავდამსხმელმა მერსისაიდულ კლუბს ბენფიკადან 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და მის სადებიუტო მატჩში მანჩესტერ სიტისთან გატანილი გოლით იურგენ კლოპის გუნდს ქომუნითი შილდი მოაგებინა.
ლივერპული დარვინ ნუნიესის ტრანსფერის სანაცვლოდ 53 მილიონ ევროსა და პლუს ბონუსებს მიიღებს.
