-
Aa
+
ფონტის ზომა
36 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, რომელსაც მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მილანის ცნობილ და მოთხოვნად აკადემიაში აღზრდილმა დავიდე ანჩელოტიმ საფეხბურთო კარიერის პირველი ნაბიჯები 2000-იანი წლების ბოლოს სწორედ იქ გადადგა.
თუმცა, მრავალმხრივმა ნახევარმცველმა მალევე გადაწყვიტა თავისი კარიერისთვის ახალი მიმართულება მიეცა. მისი მიზანი იყო მწვრთნელი გამხდარიყო.
ამ მიზნის მისაღწევად და საკუთარი ტაქტიკური ხედვის ჩამოსაყალიბებლად, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი უკვე მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე იყო დამკვიდრებული, ანჩელოტიმ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და წარჩინებით დაამთავრა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი იყო მისი ნაშრომი ფეხბურთელთა მოტორულ უნარებზე.
ამავე პერიოდში, პარმაში დაბადებული დავიდე ანჩელოტი კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა პარი სენ-ჟერმენში ფიზიკური მომზადების მწვრთნელის რანგში.
სწორედ პარიზულ კლუბში, საფრანგეთის ჩემპიონობის პერიოდში, გაიცნო მან ოლივიე ლეტანი, რომელიც იმ დროისთვის იტალიელი მწვრთნელისა და მისი შტაბის ახლო თანამშრომელი იყო.
შემდეგ დავიდემ იგივე პოზიციაზე იმუშავა მადრიდის რეალში (2013-2015), რის შემდეგაც ბაიერნში (2016-2017) და ნაპოლიში (2018-2019) ასისტენტ მწვრთნელად დაწინაურდა.
2016 წელს UEFA-ს A ლიცენზიის მიღებისას მან კურსი საუკეთესო შედეგით დაასრულა. ამის შემდეგ ასისტენტ მწვრთნელად კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში, ევერტონში (2019-2021) განაგრძო.
2021 წელს ანჩელოტი რეალშ“ დაბრუნდა და 2025 წლამდე კლუბთან ერთად შთამბეჭდავი ტიტულები მოიგო.
2025 წელს, მსოფლიოს უდიდეს კლუბებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, 35 წლის დავიდემ კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და მთავარი მწვრთნელი გახდა.
იმ დროს ის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ასისტენტ მწვრთნელი იყო, თუმცა ბოტაფოგოს ხელმძღვანელობის შესაძლებლობა მიიღო.
ორი წლით ადრე მოპოვებული UEFA Pro ლიცენზიის მქონე ახალგაზრდა სპეციალისტმა რიო-დე-ჟანეიროს კლუბი ბრაზილიის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გაიყვანა და ამით გუნდისთვის კოპა ლიბერტადორესის საგზურიც მოიპოვა.
მისიის დასრულების შემდეგ ანჩელოტი კვლავ ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დაბრუნდა, რათა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებაში მიეღო მონაწილეობა.
ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ოლივიე ლეტანს ნდობისა და ამ შესაძლებლობისთვის.
,,ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ვიგრძენი ნამდვილი თანხვედრა იდეებსა და ღირებულებებში. ლილის პროექტი ჩემთვის იდეალურად შეესაბამება, მას აქვს მკაფიო იდენტობა, მაღალი სტანდარტები და შრომისადმი ერთგულება.
ეს არის სერიოზული, ამბიციური და კონკურენტუნარიანი კლუბი, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს ევროპულ ტურნირებში. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ლილის წარმომადგენელი ვიყო.“

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები