საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეი-ოფის ფინალში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ნიცასთან განადგურდა (1:4).
პირველი მატჩის შინ ფრედ 0:0 დასრულების შემდეგ, სენტ-ეტიენი ნიცაში სტუმრად გამარჯვების იმედად ჩავიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ზურიკომ მატჩი სასტარტოში დაიწყო და სრული თამაშიც ჩაატარა.
პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ, მასპინძლები 62-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა 79-ზე დავითაშვილმა პენალტის ნიშნულიდან შეძლო წონასწორობის აღდგენა და თავის გუნდს შანსი შეუნარჩუნა.
სამწუხაროდ, მასპინძლებმა მეორე გოლის გატანა პენალტის გაშვებიდან სულ რაღაც 2 წუთში შეძლეს და დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლიც შეაგდეს, რამაც სენტ-ეტიენის შანსები საბოლოოდ დაასამარა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიცამ ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა, სენტ-ეტიენი კი პირველ ლიგაში ვერ ამოვიდა და მომდევნო სეზონშიც ასპარეზობას ქვედა დივიზიონში მოუწევს.
საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონი დავითაშვილმა 15 გოლითა და 5 საგოლე პასით დაამთავრა, რითაც ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე გავიდა.