ლეგენდა ნაკრებში რჩება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი შერმადინმა ნაკრებიდან წასვლა გადაიფიქრა.
წესით, შერმადინისთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი ევრობასკეტი 2025 უნდა გამხდარიყო, თუმცა შერმომ გადაიფიქრა.
ლეგენდარული კალათბურთელი ჩვენს ნაკრებს ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც დაეხმარება.
ნოემბერში საქართველოს ნაკრები უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.