• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ოფიციალურად: გრიმალდო ატლეტიკოს ფეხბურთელია
ფეხბურთიფეხბურთი

ოფიციალურად: გრიმალდო ატლეტიკოს ფეხბურთელია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის ატლეტიკოსა და ლევერკუზენის ბაიერს შორის ალეხანდრო გრიმალდოს ტრანსფერზე შეთანხმება შედგა.


ესპანელმა ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.


გრიმალდომ საფეხბურთო განათლება ატლეტიკო ვალბონენსეს, ვალენსიასა და ბარსელონას აკადემიებში მიიღო.


სწორედ ბარსელონა ბ-დან გადავიდა ის 2015 წლის დეკემბერში ბენფიკაში. ლისაბონურ კლუბში მან 303 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 66 საგოლე გადაცემა შეასრულა.


შვიდწელიწადნახევრის განმავლობაში მან პორტუგალიაში 4 ჩემპიონატი, 3 სუპერთასი, 1 თასი და 1 ლიგის თასი მოიგო.


2023 წლის ზაფხულში გრიმალდო ლევერკუზენს შეუერთდა, რომლის მაისურითაც 145 შეხვედრაში ითამაშა. მან 30 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა გააკეთა.


ესპანელი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ბაიერის ისტორიულ სეზონში, როდესაც გუნდმა 2023/24 წლებში ბუნდესლიგისა და გერმანიის თასი მოიგო, UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალშიც გავიდა და მომდევნო სეზონის დასაწყისში გერმანიის სუპერთასსაც დაეუფლა.


ატლეტიკომ გერმანულ კლუბს მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ატლეტიკო
გრიმალდო
ლევერკუზენი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

130 მილიონი ევრო მაგიდაზე ალვარესისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

130 მილიონი ევრო მაგიდაზე ალვარესისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - გრიმალდო ლა ლიგაში ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - გრიმალდო ლა ლიგაში ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო ბარსელონას წინააღმდეგ ფიფაში ჩივილს აპირებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო ბარსელონას წინააღმდეგ ფიფაში ჩივილს აპირებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალმა პიერო ინკაპიე ოფიციალურად გამოისყიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალმა პიერო ინკაპიე ოფიციალურად გამოისყიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 ივნ, 2026

130 მილიონი ევრო მაგიდაზე ალვარესისთვის

News image

24 ივნ, 2026

შეთანხმება შედგა - გრიმალდო ლა ლიგაში ითამაშებს

News image

24 ივნ, 2026

ატლეტიკო ბარსელონას წინააღმდეგ ფიფაში ჩივილს აპირებს

News image

25 ივნ, 2026

არსენალმა პიერო ინკაპიე ოფიციალურად გამოისყიდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება