გიორგი გულიაშვილის რასინგ სანტანდერმა ლა ლიგის 2026-27 წლების სეზონში თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვა.
ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში, სანტანდერელებმა ვალიადოლიდს 4:1 მოუგეს, მათმა ერთ-ერთმა კონკურენტმა, ალმერიამ კი თავისი მატჩი წააგო - შედეგად, დასრულებამდე 2 ტურით ადრე რასინგს საუკეთესო ორ გუნდში მოხვედრა გარანტირებული აქვს.
ქართველმა შემტევმა ვალიადოლიდთან შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ტრავმა მიიღო და 27-ე წუთზე შეცვალეს. გულიშას, რომელიც გუნდს იანვრიდან შეუერთდა, ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონის 17 თამაშში 8 საგოლე მოქმედება აქვს - 6 გოლი, 2 ასისტი.
რასინგი ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ანდალუსიურ გუნდებს ხვდება - ჯერ მალაგას ესტუმრება, შემდეგ კადისს მიიღებს.