VIDEO: უმნიშვნელოვანესი გოლი 96-ე წუთზე - დვალს გუნდი ევროტურნირებზე გაჰყავს
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლაშა დვალმა ბულგარეთის EFBET LEAGUE-ის საჩემპიონო ჯგუფის ბოლოსწინა, 35-ე ტურში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა.
ცსკა სოფია 1948-ის ქართველმა მცველმა უშუალო კონკურენტ ლუდოგორეცთან 96-ე წუთზე შეაგდო, გუნდს მოაგებინა და ამ გამარჯვებით სოფიელებმა სწორედ ლუდოგორეცს კონფერენს ლიგაზე პირდაპირ გამსვლელი მე-2 ადგილი ჩამოართვეს.
დვალმა ბულგარეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 საგოლე მოქმედება მიითვალა - 2 გოლი, 4 ასისტი. ულაპარაკოდ, სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ესაა.
მდგომარეობა ასეთია - ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური რჩება, ცსკა სოფია 1948 კონფერენს ლიგაზე პირდაპირ გადის (ბოლო ტურის წინ ასეა), ლუდოგორეცს კი კონფერენს ლიგაზე გასასვლელი შიდა პლეი-ოფში თამაშიც აღარ აქვს გარანტირებული.
25 მაისს EFBET LEAGUE-ის ბოლო ტურია - დვალის ცსკა სოფია 1948 უკვე ჩემპიონ ლევსკი სოფიას მასპინძლობს, ხოლო ლუდოგორეცი მე-4 ადგილოსან ცსკა სოფიას ასევე შინ ხვდება.