მან სიტიმ თავისი აღზრდილი მეკარის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის ჯეიმს ტრაფორდი მან სიტის ბარნლიდან 27 მილიონ ფუნტად შეუერთდა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ტრაფორდი მან სიტის აღზრდილია და კლუბის სისტემაში 2015-2023 წლებში იმყოფებოდა.
გასულ სეზონში ტრაფორდმა ჩემპიონშიფის 45 მატჩში მხოლოდ 16 გოლი გაუშვა და ბარნლისთან ერთად პრემიერ ლიგაში აღზევება მოახერხა.
სავარაუდოდ, სიტიში ტრაფორდი ედერსონს შეცვლის, რომლითაც გალათასარაი ინტერესდება.