ალვარო მორატა კარიერას ლა ლიგა 2-ის ლეგანესში გააგრძელებს.
33 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა კომოდან მადრიდრულ კლუბ ლეგანესში იჯარით გადასვლაზე ოფიციალური თანხმობა განაცხადა.
გარიგება სეზონის ბოლომდეა გათვლილი და გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს. მხარეებმა ბოლო დღეებში ფეხბურთელის ხელფასის გაყოფის დეტალებზეც მიაღწიეს შეთანხმებას.
მორატასთვის ესპანეთში დაბრუნება ახალი გამოწვევაა, განსაკუთრებით იტალიური კლუბის რიგებში წარუმატებელი სეზონის შემდეგ, სადაც მან სერია ა-ს გათამაშებაში გოლის გატანა ვერ შეძლო.
საოცარი საკლუბო კარიერის (რეალი, ჩელსი, ატლეტიკო, იუვენტუსი, მილანი, გალათასარაი, კომო) შემდეგ, გამოცდილი ფორვარდი ახლა უკვე რანგით მეორე ლიგაში შეეცდება თავის დამტკიცებას.