მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ მალაგას წინააღმდეგ მარცხენა მცველის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში მარკ კუკურელია ითამაშებს.
ალვარო კარერასი, რომელმაც ესპანიოლისა და რეალ სოსიედადის წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მოურინიომ ნათლად აჩვენა, რომ არცერთ ფეხბურთელზე არ არის მიბმული. რეალ სოსიედადთან მატჩში კარერასმა მე-10 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ბურთი ექვსჯერ დაკარგა და გაშვებულ გოლშიც მიუძღოდა ბრალი, რადგან მეტოქის დარტყმის დასაბლოკად პოზიცია ვერ შეარჩია. მწვრთნელმა ის პირველივე ტაიმის შემდეგ შეცვალა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ყვითელი ბარათისა და ტაკეფუსა კუბოსთან მოსალოდნელი საფრთხის გამო მიიღო.
კარერასის ნაცვლად შემოსულმა კუკურელიამ მეორე ტაიმში ბრწყინვალედ ითამაშა. მან ორთაბრძოლების 100 პროცენტი მოიგო, ბურთი სამჯერ დაიბრუნა და არცერთხელ მოტყუებულა. სწორედ ესპანელის მოედანზე ყოფნის დროს, დაახლოებით 35 წუთში რეალმა ანგარიში 1:1-დან 4:1-მდე გაზარდა. შედეგად, ესპანელმა თავისი შანსი იდეალურად გამოიყენა და მალაგასთან მატჩში სასტარტოში თამაში სრულად დაიმსახურა.