მადრიდის რეალმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზი 19 წლის ესპანელი ტალანტით გააძლიერა. სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სამეფო კლუბმა რასინგ სანტანდერიდან ცენტრალური მცველის, სერხიო მარტინესის ტრანსფერი ოფიციალურად დახურა.
გარიგების მთავარი დეტალები:
სატრანსფერო ღირებულება: 3 მილიონი ევრო.
კონტრაქტის ხანგრძლივობა: 2030 წლის ივნისამდე.
სტატუსი: მარტინესი რეალს დაუყოვნებლივ შეუერთდება და ყოფილ კლუბში იჯარით აღარ დარჩება.
ცნობილია, რომ ახალგაზრდა მცველმა მადრიდულ კლუბში გადასასვლელად ინგლისური, გერმანული და საუდის არაბეთის გუნდების სარფიანი შეთავაზებები დაბლოკა.
მოურინიოს ფაქტორი
რომანოს ცნობით, ტრანსფერის შერჩევასა და განხორციელებაში უშუალოდ ჟოზე მოურინიო იყო ჩართული. მადრიდში მარტინესს დიდ ტალანტად განიხილავენ, რის გამოც ის პირდაპირ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულს მოურინიომ კიდევ ერთი ახალგაზრდას, 21 წლის კარლოს ესპის ტრანსფერს დაუჭირა მხარი, რომელიც სამეფო კლუბში უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლით სარგებლობს.