კევინ სტროტმანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
34 წლის ნახევარმცველმა წინა სეზონი ჯენოაში ჩაატარა და 27 მატჩში სერია ა-ში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
საკლუბო დონეზე სტროტმანს როტერდამის სპარტაში, უტრეხტში, პსვ-ში, რომაში, მარსელში, კალიარისა და ჯენოაში აქვს ნათამაშები, ნიდერლანდების ნაკრებში კი 46 მატჩი დაუგროვდა.
„კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა ფეხბურთს." - წერს სტროტმანი სოციალურ ქსელში.
