ფრან გარსია ოფიციალურად ბეტისის ფეხბურთელი გახდა.
26 წლის ესპანელმა მცველმა სევილიურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2030 წლამდეა გათვლილი.
მადრიდის რეალი ფეხბურთელის 50%-იანი ეკონომიკური უფლებების სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს, რაც კლუბისთვის გონივრული გარიგებაა, რადგან გარსიას კონტრაქტის ვადა მომავალ წელს იწურებოდა.
ტრანსფერი სწრაფად განხორციელდა მას შემდეგ, რაც რეალმა მარკ კუკურელია დაიმატა და მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გარსია თავის სათამაშო გეგმებში ვეღარ მოიაზრა.
ფრან გარსია თავის მშობლიურ კლუბს 110 ჩატარებული მატჩით, 3 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით ემშვიდობება. მადრიდში გატარებულ პერიოდში მან ხუთი ტიტული მოიგო, მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგის თასი.