ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

შეთანხმება შედგა - რეალი ფრან გარსიას უშვებს
ფეხბურთიფეხბურთი

შეთანხმება შედგა - რეალი ფრან გარსიას უშვებს

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალის მცველი ფრან გარსია ბეტისში გადასასვლელად მზადაა.


ტრანსფერი პრაქტიკულად დასრულებულია, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ კი გარიგება თავისი ცნობილი ფრაზით, „Here we go“, დაადასტურა.


რეალმა კიდევ ერთხელ იზრუნა იმაზე, რომ კლუბიდან წასული ფეხბურთელის მომავალზე გარკვეული კონტროლი შეენარჩუნებინა.


როგორც დადასტურდა, სამეფო კლუბსა და ბეტისს შორის შეთანხმების თანახმად, სევილიური კლუბი ფრან გარსიას ეკონომიკური უფლებების 50%-ში 4 მილიონ ევროს გადაიხდის.


ეს ნიშნავს, რომ თუ ბეტისი მომავალში 26 წლის მარცხენა მცველის გაყიდვას გადაწყვეტს, რეალი მიღებული სატრანსფერო თანხის ნახევარს მიიღებს.


მოსალოდნელია, რომ ესპანელი ფეხბურთელი მანუელ პელეგრინის გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ბეტისში 2030 წლამდე დარჩება.


გარსია რეალის აღზრდილია. ის კლუბის აკადემიას 2013 წელს შეუერთდა. 7 წლის შემდეგ, 2020 წელს, ფეხბურთელი იჯარის წესით რაიო ვალეკანოში გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი ტრანსფერი სრულფასოვანი გახდა.


მარცხენა მცველმა რაიოში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, რის გამოც რეალმა 2023 წელს მისი დაბრუნება გადაწყვიტა და კონტრაქტში არსებული გამოსყიდვის პუნქტის წყალობით ფეხბურთელი მცირე თანხის სანაცვლოდ დაიბრუნა.


თუმცა, მადრიდში დაბრუნების შემდეგ გარსიას ძირითად შემადგენლობაში ფერლან მენდის ადგილის დაკავება გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ მცველს ტრავმები ხშირად აწუხებდა.


გასულ წელს ალვარო კარერასის დამატებამ ესპანელის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, ხოლო მიმდინარე ზაფხულს რეალმა მარკ კუკურელიაც დაიმატა, რის შედეგადაც კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი შემადგენლობის იერარქიაში კიდევ უფრო უკან აღმოჩნდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

რეალი
ბეტისი
ფრან გარსია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

05 ივლ, 2026

ოფიციალურად: დუმფრისი რეალის მოთამაშეა

News image

05 ივლ, 2026

ვინის გაურკვეველი მომავალი - ბრაზილიური ბრწყინვალება და მადრიდული დუმილი

News image

16 სთ წინ

მანჩესტერი რეალის ვარსკვლავზე ნადირობს

News image

7 სთ წინ

ფრან გარსიას ბეტისში ვიხილავთ?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ოფიციალურად: დუმფრისი რეალის მოთამაშეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: დუმფრისი რეალის მოთამაშეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინის გაურკვეველი მომავალი - ბრაზილიური ბრწყინვალება და მადრიდული დუმილი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინის გაურკვეველი მომავალი - ბრაზილიური ბრწყინვალება და მადრიდული დუმილი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერი რეალის ვარსკვლავზე ნადირობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერი რეალის ვარსკვლავზე ნადირობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრან გარსიას ბეტისში ვიხილავთ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფრან გარსიას ბეტისში ვიხილავთ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი