ბარსელონას საკალათბურთო გვერდის ოფიციალური განცხადებით, თორნიკე შენგელია კლუბის ახალი მოთამაშეა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ქართველი ბლაუგრანაში იტალიური ვირტუს ბოლონიადან გადავიდა, სადაც ბოლო 2 სეზონი გაატარა.
34 წლის შენგელია გასულ სეზონში ვირტუსთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა და ფინალური სერიის MVP-ის ტიტულიც მიიღო.
2024/25 წლების ევროლიგის გათამაშებაში თოკოს საშუალო სტატისტიკა 15.6 ქულა, 5 მოხსნა და 2.7 შედეგიანი გადაცემა იყო.
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში, ბარსელონამ რეგულარულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა, პლეიოფში კი უნიკახასთან დამარცხდა.