ბარსელონა შესაძლოა კამპ ნოუზე 2025 წლის ბოლომდე ვერ დაბრუნდეს.
როგორც იცით, კატალონიურმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ საჭირო ლიცენზიის ვერ მიღების გამო, გამპერის თასის მატჩი კამპ ნოუდან ბარსა ბ-ს სტადიონზე, ესტადი იოჰან კრუიფზე გადაიტანეს, რომელზეც ბარსა კომოს დაუპირისპირდება.
კლუბი გეგმავდა, რომ სეზონური აბონიმენტების გაყიდვა 10 აგვისტოს შემდეგ დაეწყო, როცა გაიგებდა, თუ რამდენი ადამიანის დასწრების უფლებას გასცემდა მერია კამპ ნოუსთვის.
AS-ის ცნობით, როგორც სამშენებლო ასოციაციამ, ისე ქალაქის საბჭომ წინასწარ გააფრთხილეს კლუბი, რომ მათი მოლოდინი ზედმეტად ოპტიმისტური იყო. ასოციაციის პრეზიდენტმა და ბარსელონას პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ხავიერ ვილახოანამ პირდაპირ განაცხადა:
„ნებართვებთან და სამშენებლო პროცესთან დაკავშირებული სირთულეების გამო, კამპ ნოუს გახსნა რეალურად მხოლოდ 2026 წლის დასწყისში თუ მოხერხდება."
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სეზონი ბარსამ ლუის კომპანისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გაატარა, რომელსაც ასევე "მონტჟუიკს" ეძახიან.