სოციალურ ქსელში მარკუს რაშფორდის ბარსელონაში ჩაფრენის კადრები გავრცელდა.
ინგლისელი კატალონიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 1-წლიან იჯარას მოაწერს ხელს.
იჯარის ამოწურვის შემდეგ, ბარსელონას მომავალ ზაფხულს ფეხბურთელის 30 მილიონ ევროს გამოსყიდვა შეეძლება.
რაშფორდის ხელფასი ამ ერთ სეზონში 14 მილიონი ევრო იქნება და ის ბარსას ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.