მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბარსელონასთან ერთად აზიის ტურნეში არ მიიღებს მონაწილეობას.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონა იაპონიაში ხუთშაბათს გაფრინდება და 27 ივლისს ვისელ კობესთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
თუმცა, გერმანელი გოლკიპერი ბარსელონაში დარჩება, რადგან მომავალ კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება თავის ტრავმასთან დაკავშირებით - კერძოდ, არის თუ არა საჭირო ოპერაციის გაკეთება, რომლის შემთხვევაშიც რეაბილიტაცია 4 თვემდე გაგრძელდება.
თუ ტერ შტეგენი ოპერაციას დათანხმდება, ეს ბარსას ახალწვეული ჟოან გარსიას დარეგისტრირების საშუალებას მისცემს.
კატალონიურ პრესაში ცირკულირებს ინფორმაცია, რომ ჰანსი ფლიკმა ტერ შტეგენს უკვე შეატყობინა, რომ მომავალი სეზონისთვის მასზე იმედებს არ ამყარებს.