• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ოფიციალურად: თორნიკე შენგელიას ტრანსფერი დადასტურდა
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

ოფიციალურად: თორნიკე შენგელიას ტრანსფერი დადასტურდა

06 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დუბაის საკალათბურთო გუნდი 2026/27 წლების სეზონის წინ წინა ხაზში მნიშვნელოვნად გაძლიერდა და საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია დაიმატა.


,,გამოცდილი მძიმე ფორვარდი გუნდს ბარსელონადან შეუერთდა. ის დუბაიში ევროლიგაში ათწლეულზე მეტი გამოცდილებით ჩადის და კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს.


შენგელია დუბაის საკალათბურთო გუნდს 2025/26 წლების წარმატებული სეზონის შემდეგ შეუერთდა, რომელიც ბარსელონაში გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ევროლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში საშუალოდ 12.4 ქულა და 4.6 მოხსნა დააგროვა.


ესპანეთის ჩემპიონატში (Liga ACB) მან 40 შეხვედრაში ითამაშა და საშუალოდ 11.2 ქულას აგროვებდა, რითაც ბარსელონას ესპანეთის ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა.


206 სანტიმეტრი სიმაღლის შენგელია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა. ის გამოირჩევა ფიზიკური ძალით, მრავალმხრივი თამაშითა და ლიდერული თვისებებით როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.


ქართველს შეუძლია ეფექტურად შეუტიოს როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრიდან, ამასთან ერთად ძლიერი მოხსნებისა და შედეგიანი გადაცემების შესრულებაც მისი ძლიერი მხარეა.


თორნიკე შენგელია დუბაის უდიდეს გამოცდილებასა და ლიდერულ თვისებებს მატებს. მას ევროლიგაში 13 სეზონი აქვს ჩატარებული ხუთ სხვადასხვა კლუბში, ასევე სამი სეზონი ითამაშა ევროთასზე.


ABA ლიგის მოქმედი ჩემპიონი დუბაი 2026/27 წლების სეზონს ისტორიული წლის გაგრძელებისა და ევროპის საუკეთესო კლუბებთან კონკურენციის მიზნით ხვდება.


თორნიკე შენგელიას დამატებით გუნდი ჩემპიონის გამოცდილებასა და ევროლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მძიმე ფორვარდს იძენს, რაც კლუბს ევროპის ორ უმაღლეს ტურნირზე, ევროლიგასა და ABA ლიგაში, კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის." - წერია ოფიციალურ განცხადებაში.


დუბაის საკალათბურთო გუნდი 2023 წელს დაარსდა და 2026/27 წლების სეზონში ევროლიგასა და ადრიატიკის საკალათბურთო ასოციაციის (ABA) ლიგაში ასპარეზობს.


ისტორიული 2025/26 წლების სეზონის შემდეგ კლუბი ახალ სეზონს ABA ლიგის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ხვდება. გუნდს მთავარი მწვრთნელის, ჩავი პასკუალის, ხელმძღვანელობით დიდი ამბიციები აქვს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

თორნიკე შენგელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დუბაი თორნიკე შენგელიას გადაბირებას ცდილობს

•კალათბურთი

კალათბურთი

დუბაი თორნიკე შენგელიას გადაბირებას ცდილობს
•კალათბურთი

კალათბურთი

ბარსას ტოვებს - შენგელიას ახალი კლუბი ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

ბარსას ტოვებს - შენგელიას ახალი კლუბი ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აგვისტოს მატჩებისთვის

•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აგვისტოს მატჩებისთვის
•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

17 ივლ, 2026

დუბაი თორნიკე შენგელიას გადაბირებას ცდილობს

News image

27 ივლ, 2026

ბარსას ტოვებს - შენგელიას ახალი კლუბი ცნობილია

News image

07 აგვ, 2026

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აგვისტოს მატჩებისთვის

News image

4 სთ წინ

საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება