ჟოაო ფელიქსი ალ ნასრში ითამაშებს.
საუდის არაბეთის კლუბმა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს, ჩელსის ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
25 წლის პორტუგალიელმა შემტევმა ერ რიადის კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
სატრანსფერო თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც სხვადასხვა ბონუსებით შესაძლოა 50-მდე გაიზარდოს.
გასული სეზონის მეორე ნახევარი ფელიქსმა იჯარით მილანში გაატარა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პორტუგალიელი მშობლიურ ბენფიკაში დაბრუნებასთან იყო ახლოს, თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ დაურეკა და ალ ნასრში გადასვლაზე დაითანხმა.