სატრანსფერო ექსპერტების ცნობით, ბარსელონა როდრის დამატებასთან ძალიან ახლოსაა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა თანხმობა განაცხადა, რომ მანჩესტერ სიტი დატოვოს და ჰანსი ფლიკის პროექტს შეუერთდეს.
თუ ტრანსფერი შედგება, ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ახლახან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ბლაუგრანას ახალი ვარსკვლავი გახდება.
როდრის შესაძლო ტრანსფერი ბარსელონასთვის ახალი მოვლენა არ არის. კლუბს ისტორიის განმავლობაში არაერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი ჰყოლია და მის რიგებში ოქროს ბურთის ბევრ გამარჯვებულს უთამაშია.
თუ ეს გარიგება დასრულდება, 30 წლის ნახევარმცველი გახდება ოქროს ბურთის მე-11 მფლობელი, რომელიც ბარსელონას მაისურს მოირგებს.
ოქროს ბურთის მფლობელები, რომლებსაც ბარსელონაში უთამაშიათ:
ლუის სუარესი
იოჰან კრუიფი
ალან სიმონსენი
ჰრისტო სტოიჩკოვი
რივალდო
რონალდო ნაზარიო
რონალდინიო
ლუიშ ფიგუ
ლიონელ მესი
უსმან დემბელე
თუ როდრის ტრანსფერი შედგება, ბარსელონა ისტორიულ მაჩვენებელს გაუთანაბრდება, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალს ეკუთვნის.
ოქროს ბურთის ყველაზე მეტი მფლობელი საკუთარ რიგებში მილანს ჰყოლია - 12 ფეხბურთელი.
მე-2 ადგილზე რეალია, რომლის მაისურიც ისტორიაში ოქროს ბურთის 11 მფლობელს მოურგია.
ოქროს ბურთის გამარჯვებულები, რომლებსაც რეალში უთამაშიათ:
ალფრედო დი სტეფანო
რაიმონ კოპა
რონალდო ნაზარიო
ზინედინ ზიდანი
ლუიშ ფიგუ
მაიკლ ოუენი
ფაბიო კანავარო
კრიშტიანუ რონალდუ
კაკა
ლუკა მოდრიჩი
კარიმ ბენზემა
შესაბამისად, თუ როდრი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება, კატალონიური კლუბიც ისტორიაში ოქროს ბურთის ყველაზე მეტი გამარჯვებულის მქონე კლუბების სიაში მე-2 ადგილს დაიკავებს, რეალთან ერთად.