საქართველოს ნაკრები 15 და 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩს თბილისსა და სოფიაში გამართავს.
ვილი სანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ორმა ფეხბურთელმა სანაკრებო გამოძახება პირველად მიიღო. მათ შორის არიან ესპანური კადისის 25 წლის მოთამაშე იური ტაბატაძე და სლოვაკური ჟილინას 20 წლის ფეხბურთელი ალექსანდრე ნარიმანიძე.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი), დავით კერესელიძე (დილა)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი), გიორგი წიტაიშვილი (მეცი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), გიორგი აბუაშვილი (მეცი), იური ტაბატაძე (კადისი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), გიორგი გულიაშვილი (სარაევო), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი)