საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის 2026 წელი კატასტროფული აღმოჩნდა.
გარდა იმისა, რომ ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა, გუნდის შედეგებიც ძალიან ცუდი აღმოჩნდა.
ამხანაგურების ჩათვლით, 2026 წელს საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩი ჩაატარა - 2 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 4-ჯერ დამარცხდა.
მატჩების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
საქართველო 2:2 ისრაელი (ამხანაგური)
ლიეტუვა 0:2 საქართველო (ამხანაგური)
საქართველო 1:1 რუმინეთი (ამხანაგური)
საქართველო 2:0 ბაჰრეინი (ამხანაგური)
საქართველო 0:1 ჩრდილოეთ ირლანდია (ერთა ლიგა)
საქართველო 0:0 უკრაინა (ერთა ლიგა)
უნგრეთი 1:0 საქართველო (ერთა ლიგა)
ჩრდილოეთ ირლანდია 0:0 საქართველო (ერთა ლიგა)
საქართველო 0:2 უნგრეთი (ერთა ლიგა)
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ოფიციალურ შეხვედრაში ბოლო გოლი ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 18 ნოემბერს გავიტანეთ, როცა სტუმრად ბულგარეთთან 1:2 დავმარცხდით.
ბოლო გამარჯვება ოფიციალურ მატჩში კი 2025 წლის სექტემბერში მოვიპოვეთ, როცა შინ ბულგარეთი 3:0 დავამარცხეთ.