გაირკვა პოტენციური მეტოქეები, რომელსაც საქართველოს ნაკრები 2027 წლის მარტში ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენ პლეი-ოფში დაუპირისპირდება.
რეგლამენტის თანახმად, B ლიგის ჯგუფის ბოლოადგილოსანი ადგილის შესანარჩუნებლად C ლიგის რომელიმე ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.
შესაბამისად, ჩვენი პოტენციური მეტოქეები არიან ბელარუსი, კვიპროსი, ფარერები და ესტონეთი.
სწორედ ამ ოთხი გუნდიდან ერთ-ერთს დავუპირისპირდებით მარტში სახლში და გასვლაზე იმისთვის, რომ B ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.
ზუსტი მეტოქე კი 20 ნოემბერს, წილისყრის შედეგად გაირკვევა.