იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ორი საჩემპიონო ბრძოლა - ყველაფერი UFC 333-ის შესახებ
ქართულიქართული
UFCUFC

ორი საჩემპიონო ბრძოლა - ყველაფერი UFC 333-ის შესახებ

37 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

აბუ დაბიში, ეტიჰად არენაზე, ოქტომბერში UFC-ის ყოველწლიური ღონისძიება ყოველთვის სანახაობრივი გამოდიოდა და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი უნდა იყოს.


ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ღონისძიება ორი უმნიშვნელოვანესი საჩემპიონო ბრძოლით დასრულდება. - წერს UFC-ის ოფიციალური გვერდი.


საღამოს მთავარ ბრძოლამდე ერთმანეთს დიდი ხნის მეტოქეები, პიოტრ იანი და მერაბ დვალიშვილი დაუპირისპირდებიან. ისინი ზედიზედ მეორედ იბრძოლებენ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის.


მთავარ ბრძოლაში კი ქვემსუბუქი წონის ორგზის ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ტიტულს დაუმარცხებელი რუსი პრეტენდენტის, მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ დაიცავს.


ღონისძიების პროგრამაში სხვადასხვა წონითი კატეგორიის არაერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა.


გარდა ამისა, ახალგაზრდა და პერსპექტიულ მებრძოლებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ და დივიზიონებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან.


ამგვარად, UFC-ის დაბრუნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სანახაობრივ საღამოს გვპირდება, რომლის შედეგებმაც შესაძლოა ორგანიზაციის სხვადასხვა დივიზიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.


UFC 333 - ბრძოლების სრული სია


მთავარი ბრძოლა: ალექსანდერ ვოლკანოვსკი - მოვსარ ევლოევი

თანამთავარი ბრძოლა: პიოტრ იანი - მერაბ დვალიშვილი


ადგილმდებარეობა: ეტიჰად არენა, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები


მთავარი ქარდის სხვა ბრძოლები:


ლონერ კავანა - რამაზან თემიროვი

ალექსანდრ ვოლკოვი - რიზვან კუნიევი

აარონ პიკო - ლოსენ კეიტა


წინასწარი ქარდის ბრძოლები:


აზამატ მურზაკანოვი - დომინიკ რეიესი

ნიკიტა კრილოვი - აბდულ რახმან იახიაევი

აბუს მაგომედოვი - კემ როუსტონი

გრანტ დოუსონი - ნურულო ალიევი

კოლბი თიქნესი - ასაფ ჩოპუროვი

აბუბაქარ ვაგაევი - ჯეიკობ მალკუნი

ბოლაჯი ოკი - დანიელ სანტოსი

კოდი სტილი - ნოა გუგნონი

იასმინ ლუსინდო - ნიკოლე კალიარი


მთავარი ბრძოლა - ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო დაპირისპირება: ალექსანდერ ვოლკანოვსკი vs მოვსარ ევლოევი


ამ შაბათს აბუ დაბიში გასამართი UFC-ის ღონისძიების მთავარი ბრძოლა ქვემსუბუქ წონაში შედგება.


ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი მიმდინარე წელს ტიტულს მეორედ დაიცავს და დაუმარცხებელ პრეტენდენტ მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება.


2025 წელს საჩემპიონო ქამრის დაბრუნების შემდეგ ვოლკანოვსკიმ ტიტული მიმდინარე წლის დასაწყისში, სიდნეიში, დიეგო ლოპესთან მოულოდნელად დანიშნულ განმეორებით შეხვედრაში წარმატებით დაიცვა.


ავსტრალიელმა ვეტერანმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.


ეს მის კარიერაში ტიტულის მე-7 წარმატებული დაცვა იყო. ამასთან, ვოლკანოვსკიმ საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის განკუთვნილი ბონუსიც მიიღო.


ახლა ავსტრალიელი 3 წლის შემდეგ პირველად ბრუნდება აბუ დაბიში. მისი მიზანია, ევლოევს პროფესიონალურ კარიერაში პირველი მარცხი აგემოს და დივიზიონში ტიტულის წარმატებით დაცვის ახალი რეკორდი დაამყაროს.


ევლოევის ხანგრძლივი გზა საჩემპიონო ბრძოლამდე ამ შაბათს საბოლოოდ დასრულდება. დაუმარცხებელი რუსი პრეტენდენტი პირველად იბრძოლებს UFC-ის ქამრისთვის.


ორგანიზაციაში გადასვლის შემდეგ 32 წლის მებრძოლმა ათივე შეხვედრა მოიგო და პროფესიონალური რეკორდი 20-0-მდე გაზარდა.


მართალია, UFC-ში მას ჯერ არცერთი ბრძოლა არ დაუსრულებია ვადამდე, თუმცა ორგანიზაციის ისტორიაში 20-ზე ნაკლებმა მებრძოლმა მოახერხა ზედიზედ 10 ან მეტი გამარჯვების მოპოვება. შესაბამისად, ეს იშვიათი მიღწევა სათანადო შეფასებას იმსახურებს.


ამ დაპირისპირების ტაქტიკური მხარე განსაკუთრებით საინტერესოა. ვოლკანოვსკი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მებრძოლი იყოს, რომელიც UFC-ის ოქტაგონზე ოდესმე გვინახავს.


თავის მხრივ, ევლოევს დგომში ბრძოლის გაცილებით უკეთესი უნარები აქვს, ვიდრე ამას ხშირად აღიარებენ. ამასთან, მისი დაუღალავი ჭიდაობა დღემდე თითქმის ყველა მეტოქისთვის გადაულახავი პრობლემა აღმოჩნდა.


ბრძოლის საწყისმა ეპიზოდებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი წარმოდგენა შეგვიქმნას იმაზე, თუ როგორ განვითარდება დაპირისპირება.


თუმცა გასათვალისწინებელია ევლოევის ბოლო შეხვედრაც ლერონ მერფის წინააღმდეგ. რუსმა პირველი 2 რაუნდი ძირითადად დგომში გაატარა, ხოლო მომდევნო 3 რაუნდში მეტოქის პარტერში გადაყვანის 10 მცდელობიდან 9 წარმატებით დაასრულა.



ამ ბრძოლას ორივე სპორტსმენის ისტორიული მემკვიდრეობისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.


ევლოევის დამარცხება ვოლკანოვსკის ისედაც შთამბეჭდავ მიღწევათა სიას კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას შემატებს.


რუსი პრეტენდენტი კი დაუმარცხებელი სტატუსის შენარჩუნებასა და დივიზიონის სათავეში ასვლას შეეცდება იმ მებრძოლის დამარცხებით, რომელსაც ბევრი ქვემსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევს.


ეს შესანიშნავი დაპირისპირებაა, რომელიც ღონისძიების დასასრულისთვის იდეალური არჩევანია. მისი შედეგი დიდწილად განსაზღვრავს, რა მიმართულებით განვითარდება დივიზიონი 2027 წლის წინ.


თანამთავარი ბრძოლა - სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო დაპირისპირება: პიოტრ იანი vs მერაბ დვალიშვილი


პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს ერთმანეთის წინააღმდეგ თითო გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ამ შაბათს ისინი ეტიჰად არენაზე მეტოქეობას საბოლოოდ გაარკვევენ და ზედიზედ მეორედ იბრძოლებენ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის.


გასულ წელს, UFC 323-ზე, იანმა ბრწყინვალე გამოსვლით ჩემპიონობა დაიბრუნა.


რუსმა მებრძოლმა დვალიშვილს მეტოქის პარტერში გადაყვანის 29 მცდელობიდან მხოლოდ ორის წარმატებით დასრულების საშუალება მისცა, თავად კი 9 მცდელობიდან 5 გამოიყენა.


ამასთან, 5 რაუნდის განმავლობაში მისი დარტყმების სიზუსტე 60 პროცენტს შეადგენდა.


შედეგად, იანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ორგზის ჩემპიონი გახდა.


33 წლის ვარსკვლავს ამჟამად ზედიზედ 4 გამარჯვება აქვს და მისი პროფესიონალური რეკორდი 20 მოგებასა და 5 მარცხს შეადგენს.


ამ წარმატებებმა კვლავ გააჩინა დისკუსია იმის შესახებ, თუ რა ადგილი უკავია რუს მებრძოლს დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენთა შორის.



იანთან გასულ წელს განცდილმა მარცხმა დვალიშვილის 14-ბრძოლიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა.


ამ სერიაში შედიოდა 2023 წლის მარტში რუს მეტოქესთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებაც.


იმ შეხვედრაში მერაბმა მეტოქის პარტერში გადაყვანის 49 მცდელობიდან 11 წარმატებით დაასრულა, დარტყმების რაოდენობით კი იანს თითქმის 2-ჯერ აჯობა.


საბოლოოდ, ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამაჯერებლად გაიმარჯვა.


თუმცა ბოლო დაპირისპირებაში დვალიშვილმა თითქოს ენერგია დაკარგა და ფსიქოლოგიურადაც გატყდა. ამის შესახებ მან თავადაც ისაუბრა მე-3 ბრძოლის წინ.


ეს განსაკუთრებით საინტერესო გარემოებაა იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში მერაბი მოქმედი ჩემპიონი იყო და ისტორიული მიღწევის დაფიქსირებას ცდილობდა, კალენდარული წლის განმავლობაში ტიტულის 4-ჯერ წარმატებით დაცვას.


ტრილოგიები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამორჩეულია, რადგან პირველი 2 ბრძოლა ორივე შემთხვევაში აშკარად ცალმხრივი გამოდგა.


იანმა პირველი მარცხი ტრავმით გამოწვეულ შეზღუდვებს დაუკავშირა.


თავის მხრივ, დვალიშვილის უკიდურესად დატვირთულმა გრაფიკმა, უდავოდ, გავლენა მოახდინა დეკემბერში მის გამოსვლაზე.


შესაბამისად, საინტერესო იქნება იმის ნახვა, როგორ წარიმართება მე-3 შეხვედრა, როდესაც ორივე მებრძოლს შაბათის ბრძოლისთვის მოსამზადებლად 10 თვე ჰქონდა.


როგორც ჩანს, ეს დაპირისპირება მათი ხანგრძლივი მეტოქეობის დასკვნითი თავი იქნება.


პირადი უპირატესობის დამტკიცებისა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მოპოვების სურვილმა ორივე მებრძოლს დამატებითი მოტივაცია უნდა მისცეს, რათა ამ შაბათს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოაჩინონ.


ამ ბრძოლაში გამარჯვება ნებისმიერ მათგანს სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ჩემპიონთა შორის ადგილის დამკვიდრებასთან კიდევ უფრო დააახლოებს.


სავარაუდოდ, ეს ორივე მებრძოლისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, როდესაც შაბათს ოქტაგონზე გავლენ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ალექს ვოლკანოვსკი
მერაბ დვალიშვილი
MMA
პიოტრ იანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არის თუ არა პიოტრ იანი UFC-ის ისტორიაში საუკეთესო მოკრივე?

•UFC

UFC

არის თუ არა პიოტრ იანი UFC-ის ისტორიაში საუკეთესო მოკრივე?
•UFC

UFC

მერაბ დვალიშვილი - მანქანის დაბრუნება

•ქართული

ქართული

მერაბ დვალიშვილი - მანქანის დაბრუნება
•ქართული

ქართული

"იყავი ძლიერი, თავი მაღლა ასწიე" - მახაჩევი კვარას მხარდაჭერას უცხადებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"იყავი ძლიერი, თავი მაღლა ასწიე" - მახაჩევი კვარას მხარდაჭერას უცხადებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მასზე უკეთესი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო“ - დვალიშვილი იანთან ბრძოლაზე

•ქართული

ქართული

„მასზე უკეთესი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო“ - დვალიშვილი იანთან ბრძოლაზე
•ქართული

ქართული

News image

21 ოქტ, 2026

არის თუ არა პიოტრ იანი UFC-ის ისტორიაში საუკეთესო მოკრივე?

News image

5 სთ წინ

მერაბ დვალიშვილი - მანქანის დაბრუნება

News image

2 სთ წინ

"იყავი ძლიერი, თავი მაღლა ასწიე" - მახაჩევი კვარას მხარდაჭერას უცხადებს

News image

2 სთ წინ

„მასზე უკეთესი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო“ - დვალიშვილი იანთან ბრძოლაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება