ნიუ ჯერსიში გამართული ღონისძიება, UFC 328 ეს-ესაა დასრულდა.
ორი საჩემპიონო ბრძოლაც ვიხილეთ, აუთსაიდერის გამარჯვებაც და საბოლოოდ, საკმაოდ საინტერესო ქარდი გამოვიდა.
გთავაზობთ მთავარი ქარდის ყველა შედეგს:
ქინგ გრინმა პირველივე რაუნდში თანამემამულე ჯერემი სტეფანსი დაასაბმითა;
შონ ბრედიმ ხოაკინ ბაკლი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა;
ალექსანდრ ვოლკოვმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ვალდო კორტეს აკოსტა დაამარცხა;
თანამთავარ ბრძოლაში, უმსუბუქესი წონის ჩემპიონმა ჯოშუა ვენმა საჩემპიონო ქამარი ტაცურო ტაირას წინააღმდეგ მე-5 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაიცვა;
მთავარ ბრძოლაში კი სენსაცია ვიხილეთ - საშუალო წონის მოქმედი ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი შონ სტრიკლენდთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა და საჩემპიონო ქამარი დათმო. ეს ჩიმაევის კარიერაში პირველი მარცხია.