მადრიდის რეალი ზედიზედ სამი თამაშია ვერ იგებს.
კარლო ანჩელოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არსენალთან 0:3 განადგურდა. დუბლი დეკლან რაისმა მიითვალა, ერთი გოლი კი მიკელ მერინომ შეაგდო.
წინა მატჩებში რეალი ვალენსიასთან დამარცხდა (1:2) და თასზე სოსიედადს ფრე 4:4 ეთამაშა.
სამმატჩიანი მოუგებელი სერია რეალს უკანასკნელად 2023 წლის მარტში ჰქონდა (მაშინ 2 ფრე და 1 მარცხი იყო).
13 აპრილს რეალი სტუმრად ალავესს დაუპირისპირდება, 16-ში კი არსენალს უმასპინძლებს.