უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არსენალთან ორი მატჩის ჯამში 1-5 მარცხის შემდეგ რეალის მეკარე ტიბო კურტუამ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ საჯარიმოში ძალიან ბევრს ვაწვდიდით, უფრო მეტად გუნდური მომენტები უნდა შეგვექმნა.
ჩაწოდება ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ არსენალს მაღალი მოთამაშეები ჰყავს და ჩვენ ხოსელუ არ გვყავდა.
საჭიროა, რომ თამაში როგორც გუნდმა ისე დავიწყოთ და არა ინდივიდუალებმა. გვჭირდება, რომ ჩვენს თავთან გულწრფელები ვიყოთ." - განაცხადა ბელგიელმა.
ტიბო კურტუამ ბუკაიო საკას პენალტი აუღო, თუმცა რეალს ეს რემონტადას დაწყებაში არ დაეხმარა.