კილიან მბაპეს საგოლე ქმედებები მარტიდან არ ჰქონია.
რეალის თავდამსხმელმა არსენალთან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ორმატჩიან დაპირისპირებაში ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასევე, საგოლე ქმედებების გარეშე დატოვა მოედანი მან ალავსთან, ვალენსიასთან და სოსიედადთან შეხვედრებშიც.
უკანასკნელად მბაპეს 5-მატჩიანი უშედეგო სერია 2018 წლის გაზაფხულზე ჰქონდა, როცა ის პსჟ-ში თამაშობდა.
შემდეგ თამაშს რეალი 20 აპრილს 23:00 საათზე, ბილბაოს წინააღმდეგ ჩაატარებს და მბაპე აღნიშნულ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.