მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოსასუნამ ბარსელონას წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ოფიციალურად გაასაჩივრა.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ოსასუნას მიაჩნია, რომ ინიგო მარტინესს არ შეეძლო ამ მატჩში მონაწილეობის მიღება, იმის გამო, რომ ესპანეთის ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.
კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, ბარსელონამ შესაძლოა ფიფას წესი დაარღვია. რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელს, რომელიც ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარა, 5 დღის განმავლობაში მოედანზე გასვლის უფლება არ აქვს. ეს რეგლამენტი გამონაკლისსაც ითვალისწინებს, თუ ფეხბურთელი ნაკრებში თამაშისგან თავად ფედერაციამ გაათავისუფლა. სწორედ ამის შემოწმება სურს ოსასუნას სარჩელის შეტანით.
ანუ, თუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ინიგო მარტინესი ნაკრებში გამოცხადებისგან თავად არ გაუთავისუფლებია, შესაბამისად გამოდის, რომ ესპანელს ბარსელონას მაისურით სანაკრებო პაუზის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მოედანზე გასვლა არ შეეძლო.
ნიდერლანდებთან ერთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი ინიგომ მუხლის პრობლემების გამო გამოტოვა.
ბოლო მატჩი ესპანეთის ნაკრებმა 23 მარტს ჩაატარა, შესაბამისად ფიფას რეგლამენტის თანახმად, ინიგოს მოედანზე გასვლა 28 მარტის ჩათვლით არ შეეძლო.
თავის მხრივ, ბარსელონა სიმშვიდეს ინარჩუნებს და დარწმუნებულია, რომ ოსასუნას შესაძლო პროტესტი რაიმე სახის პრობლემებს არ გამოიწვევს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები