ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საგა გრძელდება.
FootMercato-ს ინფორმაციით, გალათასარაი, რომელში კარიერის გაგრძელებაც თავად ფეხბურთელს სურს, მზად არის ნაპოლის ნიგერიელის გამოსასყიდი თანხა - 75 მილიონი ევრო გადაუხადოს.
თუმცა, სტამბოლურ კლუბს ამ თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ, რამდენიმე წლის განმავლობაში სურს.
თავის მხრივ, ნაპოლი ამ ვარიანტს არ თანხმდება და სრული თანხის მიღება ერთი გადახდით, დაუყონებლივ სურს, რის გაკეთებასაც ამ ეტაპზე არ აპირებს გალათასარაი.
ამ დრომდე ერთადერთი გუნდი, რომელმაც ოსიმენის გამოსასყიდის სრულად და ერთიანად გადახდის მზადყოფნა გამოთქვა - საუდის არაბეთის ალ ჰილალია, სადაც თავად ფეხბურთელს არ სურს გადასვლა და საუდელები უარით ამ ზაფხულს უკვე რამდენჯერმე გაისტუმრა.
2024/25 სეზონი ოსიმენმა იჯარით სწორედ გალაში გაატარა.