რომას არგენტინელი ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი სათამაშოდ სამშობლოში ბრუნდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელი კარიერას ბოკა ხუნიორსში გააგრძელებს, რომელშიც პროფესიონალური ფეხბურთის პირველი ნაბიჯები გადადგა და საიდანაც 2015 წელს სწორედ რომაში გადავიდა.
კლუბებს შორის სრული შეთანხმება შედგა - სხვადასხვა ბონუსებით ბოკა თავის აღზრდილში დაახლოებით 3.5 მილიონ ევროს გადაიხდის.
ბოლო კვირებში მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და როგორც იქნა, გარიგება დაიხურა.
ფეხბურთელს რომასთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა, თუმცა მან სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.