ფეხბურთის სამყაროში გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, მაიკლ ოლისე რეალში ტრანსფერით სერიოზულად არის დაინტერესებული.
როგორ იწერება, მოთამაშე სამეფო კლუბში გადასვლის დიდი სურვილით არის შეპყრობილი და ამის შესახებ საკუთარ გარემოცვასაც აცნობა.
საფრანგეთის ნაკრების ბანაკში მიმდინარე მოვლენების თანახმად, დაიო უპამეკანო ცდილობდა ოლისეს დარწმუნებას, რომ ის ბაიერნში დარჩენილიყო, თუმცა ამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. ამავდროულად, ფეხბურთელს უკვე ჰქონდა დიალოგი მადრიდის ფეხბურთელებთან - კილიან მბაპესა და ორელიენ ჩუამენისთან.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნი საკუთარ პოზიციას მტკიცედ ინარჩუნებს და აცხადებს, რომ მოთამაშე არ იყიდება, მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ოლისეს შეძენას გეგმავს. არსებული ვარაუდებით, ოლისეს შესაძლო ტრანსფერის ღირებულება ნეიმარის 221 მილიონიან გარიგებასაც გადააჭარბებს.
ამ საკითხის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის X-ზე დაარეპოსტა ტვიტი, სადაც აღნიშნულია, რომ რეალ ოლისეს შეძენის ნებისმიერ მცირე შანსს გამოიყენებს.