კრისტალ პალასი ბორნმუთის მწვრთნელის, ანდონი ირაოლას ხელში ჩასაგდებად ბრძოლაში ჩაერთო, რაც ჩელსის გეგმებს მნიშვნელოვნად ართულებს.
ესპანელი სპეციალისტი კრისტალ პალასისთვის პრიორიტეტული სამიზნეა ოლივერ გლასნერის შესაცვლელად, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს, ორნახევარი წლის მუშაობის შემდეგ ტოვებს.
გლასნერმა გუნდს გასულ სეზონში ისტორიული FA თასი მოაპოვებინა, მისი ბოლო მატჩი კი 27 მაისს, კონფერენს ლიგის ფინალში რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ შედგება.
ირაოლამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ბორნმუთს ტოვებს. აღსანიშნავია, რომ მას შეუძლია კლუბი ისტორიულ ნოტაზე დატოვოს, ვინაიდან გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს.
ჩელსი, რომელსაც ამჟამად დროებითი მწვრთნელი ქალუმ მაკფარლენი ხელმძღვანელობს (ლიამ როსენიორის დათხოვნის შემდეგ), ირაოლას ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავს. ლონდონელთა სიაში ასევე ფიგურირებენ მარკო სილვა ფულემიდან და ხაბი ალონსო. ირაოლას მიმართ ინტერესს ატლეტიკ ბილბაოც იჩენდა, თუმცა ბასკურმა კლუბმა მწვრთნელად უკვე ედინ ტერზიჩი დანიშნა.
კრისტალ პალასის თავმჯდომარე სტივ პარიში გლასნერის შემცვლელს ოქტომბრის შემდეგ ეძებს, თუმცა კლუბს მოლაპარაკებების მოწინავე ეტაპისთვის ჯერ არცერთ კანდიდატთან არ მიუღწევია.