მილანის ლეგენდარულმა ყოფილმა მცველმა, პაოლო მალდინიმ ფრანკო ბარეზის გარდაცვალების გამო ემოციური გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა:
„მშვიდობით, ფრანკო. დღეს ზუსტად იმას განვიცდი, რასაც მაშინ ვგრძნობდი, როცა რომელიმე მიზეზის გამო ჩვენთან ერთად მოედანზე გამოსვლას ვერ ახერხებდი: როგორ ვიქნებით ჩვენი კაპიტნის გარეშე?
შენ მასწავლე ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლა, მიჩვენე, რას ნიშნავს მაისურის ერთგულება და რა არის ნამდვილი ლიდერის ჭეშმარიტი ფასი. ამას ყოველდღიურად საკუთარი მაგალითით აკეთებდი: ცოტა სიტყვითა და ძალიან ბევრი საქმით.
შენ მიცავდი, როცა ბავშვი ვიყავი, მიმითითებდი გზას სიყმაწვილეში და შთამაგონებდი, როცა კაცი გავხდი. შენ იყავი უძლიერესი ფეხბურთელი, ვის გვერდითაც კი ოდესმე თამაშის პატივი მქონია.
გულში თბილად ვიკრავ მთელ შენს ოჯახს, განსაკუთრებით შენს მეუღლეს, მაურას და თქვენს ვაჟებს – ედოარდოსა და ჯანანდრეას.
ძალიან დაგვაკლდები, კაპიტანო. მაგრამ შენი ვარსკვლავის სინათლე სამუდამოდ ჩვენთან დარჩება და ჩვენს გზას გაანათებს“, – დაწერა მალდინიმ.